LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმა თურმანი „მოკალი ბილის“ გადაღებების დროს საშინელ ავარიაში მოყვა (ვიდეო)

332

ცოტა ხნის წინ The New York Times-ისთის მიცემულ ინტერვიუში უმა თურმანი გამოტყდა, რომ „მოკალი ბილის“ გადაღებების დროს საშინელ ავარიაში მოყვა, თუმცა ამ ფაქტს მკაცრად ასაიდუმლოებდა. ფილმში არის სცენა, როცა უმა თურმანის გმირი კაბრიოლეტით მიქრის და ბილს ეძებს. როგორც მსახიობი იხსენებს, გადამღები ჯგუფის წევრები მას აფრთხილებდნენ, რომ მანქანა გაუმართავი იყო, რის გამოც მან კვენტინ ტარანტინოს კასკადიორის საჭესთან დასმა სთხოვა. ამაზე კი რეჟისორისგან კატეგორიული უარი მიიღო.

ამავე დროს ტარანტინო არწმუნებდა თურმანს, რომ მანქანა მწყობრში იყო და მას 65 კილომეტრი სიჩქარით უნდა ემოძრავა. გაირკვა, რომ მანქანა მართლაც გაუმართავი იყო და მსახიობი ხეს შეასკდა. ამის შემდეგ ის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15 წლის შემდეგ უმა თურმანმა ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. ამ დრომდე ის ფილმის პროდიუსერებს ვიდეოს მოპოვების გამო ებრძოდა. ამავე ინტერვიუს ტარანტინომ მალევე უპახუა. რეჟისორი ირწმუნება, რომ უმა თურმანის ბრალდებები უსაფუძვლოა, რომ მანაქანა გამართული იყო და ავარია უმა თურმანის პანიკამ გამოწვია. ამავე დროს ის კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ავარიის შემდეგ ის მანქანასთან მივიდა და თურმანს უყვიროდა.

https://www.youtube.com/watch?v=W868AREq484

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები