LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაღლესი განათლება უფასოდ და თანაც ევროპაში

405

უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთ, მილიონობით სტუდენტის ოცნებაა. ზოგ ქვეყანაში ბაკალავრიატი იმდენად ძვირია, რომ ბევრისთვის ოცნება ოცნებად რჩება, თუმცა ზოგი ქვეყანა გაძლევთ საშუალებას, კარგი განათლება მიიღოთ აბსოლუტურად უფასოდ და მხოლოდ რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა გადაიხადოთ.

უფრო კონკრეტულად კი, უფასო განათლებას, მიუხედავად ეროვნებისა თუ სწავლის საფეხურისა,  სტუდენტებს, ფინეთი სთავაზობს. თუმცა 2017 წლის შემოდგომიდან სწავლა უფასო დარჩება მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ცვლილება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შეეხება. დოქტორანტურა კი ნებისმიერი წარმომავლობის სტუდენტისთვის უფასო დარჩება.

თუმცა მიუხედავად უფასო განათლებისა გასათვალისწინებელია ის ყოველდღიური ხარჯებიც, რაც სტუდენტს ცხოვრებისთვის დასჭირდება.

ფინეთში სტუდენტისთვის საშუალო ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 500-800 ევროა. დღევანდელი მონაცემებით კი, სტიპენდიები ხელმისაწვდომია მხოლოდ სადოქტორო პროგრამებისა და კვლევებისთვის.

ფინეთის მსგავსად სწავლა უფასოა ავსტრიაში, თუმცა მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის წარმომადგენელი ქვეყნების სტუდენტებისთვის, დანარჩენებს კი, სახელმწიფო უნივერსიტეტში სემესტრულად დაახლოებით 363-726 ევროს გადახდა უწევთ. რაც შეეხება სტუდენტის ყოველთვიურ ხარჯს, 800 ევროს არ ჩამოუვარდება.

კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც უფასო განათლებას სთავაზობს სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს- ნორვეგიაა. ეს განათლების ნებისმიერ საფეხურს ეხება. სტუდენტებს მხოლოდ 35-დან 70 დოლარის გადახდა უწევთ სემესტრულად. თუმცა, მეორე მხრივ, ნორვეგიაში სტუდენტების ცხოვრების ხარჯი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ის ყოველწლიურად დაახლოებით 90-ი ათასიდან ასი ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ასევე საბაკალავრო პროგრამები უფასოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის-გერმანიაში, თუმცა ზოგი უნივერსიტეტი ადმინისტრაციულ გადასახადს, დაახლოებით 50 დოლარს, ითხოვს ყოველთვიურად. სამაგისტრო პროგრამები გერმანიაში ფასიანია. რაც შეეხება ყოველთვიურ ხარჯებს, 500-800 ევროა საჭირო.

და ბოლოს, უფასო განათლების პროგრამები აქვს შვედეთს, თუმცა მხოლოდ ევროპის ეკონომიკური ზონის, სკანდინავიური ქვეყნების და შვეიცარიის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის. საერთაშორისო სტუდენტებისთვის კი სწავლა ფასიანია, თუმცა მათთვის არსებობს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიბი, რომელიც სწავლის ღირებულებას ფარავს. დოქტორანტები კი პირიქით ყოველთვიურად იღებენ ხელფასს უნივერსიტეტების ან სხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები