LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში 38 ახალი სასტუმრო აშენდება

59

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით სააგენტოს “აწარმოე საქართელოში” პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 38 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 110 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 38 სასტუმრო შექმნის 1174 დამატებით ოთახს და 1200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

ზემოთხსენებული სასტუმროები აშენდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

შეგახსენებთ, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც თითოეულ მეწარმეს, შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

აღნიშნული კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები