LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმცროსი საქართველო ელიტაში დარჩა: დრამატული მოგება იაპონიასთან

84

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იაპონიას ბოლო 10 წუთში ორი ლელო გაუტანეს, გელა აფრასიძემ ერთი გარდასახა და 24:22 გამარჯვებით, საქართველომ საგაისოდ ელიტურ 12-ში ადგილი შეინარჩუნა.

იაპონიამ ჩვენთან გადამწყვეტი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართა და თითქმის ყველა შეცდომით ისარგებლა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს, კაცნაკლულებმა ორჯერ ლელო გაიტანეს და 24:22 გამარჯვებით გაიხარეს.

მე-9 ადგილისთვის მატჩის ნახევარფინალში იაპონიამ გმირულად იბრძოლა და უმეტესი დრო ანგარიშში ლიდერობდა. აზიელებმა ჩვენს დერეფანში დაშვებული შეცდომით ისარგებლა და მე-8 წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. პასუხმა არ დააგვიანა. მატჩის განახლებისთანავე ბურთი მოვიპოვეთ, ლუკა ჯაფარიძემ ორჯერ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში დიდი დრო დაცვაში გავატარეთ და იაპონიამ ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე სინბინით გურამ გოგიჩაშვილი დავკარგეთ და ლელო მივიღეთ – 7:17. ტაიმის მიწურულს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს. კაცნაკლულ შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ აფრასიძემ შეუტია, დროული პაუზის შემდეგ დემე თაფლაძეს უპასა და ის ცრუმოძრაობით ბოლო დამცველს გასცდა.

მეორე ტაიმი იაპონელთა კონტრშეტევით და ლელოთი დასრულდა. არაზუსტი გარდასახვა აფრასიძის ჯარიმამ გაათანაბრა, რომელიც ძელმა აისხლიტა. საათის თავზე რეფერიმ სანდრო მამამთავრიშვილი გაგვისინბინა და თითქოს იმედიც გადაიწურა, მაგრამ საქართველომ შეძლო სადავეების ხელში აღება, 72-ე წუთზე კარგ მოლს რამდენიმე დარტყმა მოყვა და დემე ტაფლაძემ ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა.

 

78-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ მეტოქეს კარის წინ გაუჭრა ხაზი, იერიში ლუკა გელაშვილმა გააგრძელა, კარის წინიდან აფრასიძემ თავად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მალე საფინალო სასტვენი გაისმა და უმცროსი ბორჯღალოსნები 24:22 მოგებით, 17 ივნისს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდიაზე გავიდნენ.

 

 

 

 

საქართველო 24:22 იაპონია

საქ: მამუკაშვილი თაფლაძე წიკლაური ლომიძე ძაგნიძე (მარჯანიშვილი 55) <10-9> აბჟანდაძე აფრასიძე / გოგიჩაშვილი სბ 29-39 (ნუცუბიძე 69) პაპიძე (ზამთარაძე 69) ჯაფარიძე (აზარიაშვილი 52) საღინაძე^კაპ ჯაიანი (გელაშვილი 67) ჯალაღონია მამამთავრიშვილი სბ 59-68 (გიგოლაშვილი 69) მაჩალაძე (ნუცუბიძე 29-39) – 4ლ: ჯაფარიძე თაფლაძე (2 3) აფრასიძე; 2გ: აფრასიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები