LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმეტეს ქვეყანაში დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა – მიხეილ ჯანელიძე

22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა.

როგორც ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვაა.

ჩვენ არ გვინდა, არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს. არავისთვის საიდუმლო არ არის და ყველასთვის ცნობილია, რომ უმეტეს ქვეყანაში არსებობს დაპირისპირება დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ამისთვის სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია. ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არცერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას, – განაცხადა ჯანელიძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო 9 თვის განმავლობაში დიასპორის მიმართულებით საქმიანობის ანგარიშს მინისტრისგან ისმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები