LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმჯობესია, იყო ათეისტი, ვიდრე თვალთმაქცი მორწმუნე – რომის პაპი

267

“უმჯობესია, იყო ათეისტი, ვიდრე ერთ-ერთი იმ უამრავი კათოლიკეთაგანი, რომლებიც თვალთმაქცური, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ”, – ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.

პონტიფიკოსი, რომელსაც საკუთარი ეკლესიის წევრები ხშირად აკრიტიკებენ, ამბობს, რომ „როდესაც ამბობ ერთს, და აკეთებ მეორეს, ეს არის ორმაგი ცხოვრება“.

„არიან ისეთებიც მრევლში, ვინც ამბობს – „მე კარგი კათოლიკე ვარ, ყოველთვის ვესწრები მესას,“ – განაცხადა ფრანცისკემ ინტერვიუში. პაპი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების ნაწილმა ასევე უნდა აღიაროს : „ჩემი ცხოვრება არ არის ქრისტიანული, მე არ ვუხდი დასაქმებულებს ნორმალურ ხელფასს, მე ვიყენებ ადამიანებს, მაქვს ბინძური ბიზნესი, ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით“.

 

წყარო “ინდეფენდენთი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები