LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმოკლეს დროში უნდა გაიცეს პრემიები სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული ადამიანებისთვის – პრემიერი

47

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, უმოკლეს დროში უნდა გაიცეს პრემიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტიქიასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  “ამ ადამიანებს წახალისება ნამდვილად ეკუთვნით და ეს არის აბსულუტურად ბუნებრივი”.

ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ, პირველ ყოვლისა, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისგან. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს, რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო“,  –  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ბორჯომის ხეობაში საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ბევრი ადამიანის ძალისხმევით ჩაქრა.

ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, სახელმწიფო და კერძო უწყებების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. სტიქიის მასშტაბები ახლა ფასდება. ცეცხლის ჩაქრობაში 3 ათასზე მეტი ადამიანი ველზე იყო ჩართული. ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრემაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით“,  –  განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები