LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

46

“საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა ვეტოს დადებამდე, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს.  

„კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო იქამდე, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა. ახლა ჩემი აზრით, ეს ნაკლები სარგებლის მომტანია, რადგან შენიშვნები უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და ჩვენ კომპეტენციას განეკუთვნება ვიმსჯელოთ, არის თუ არა გასათვალისწინებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც ეხება საქმეთა განაწილების სისტემას. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომლებიც არის წარმოდგენილი, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს ამაზე მსჯელობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა, სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები