LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობაში ჯერათ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატები არჩევნებს მოიგებენ

66

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძემ აქვე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე უალტერნატივოა.

ამავე პოზიციაზეა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით მათიკაშვილი. მასაც ჯერა, რომ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩვენი კონკურენტი, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თბილისში ჩვენი პარტიის კანდიდატები გაიმარჯვებენ, ქალაქს კი კიდევ ერთი კარგი მერი ეყოლება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები