LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობაში პრობლემა არსებობს -მამუკა მდინარაძე

29

რომ ვთქვა, არ არსებობს პრობლემა უმრავლესობაში, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური, პრობლემა არსებობს, მაგრამ მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ამასთან, მდინარაძის შეფასებით, არასერიოზულია თავად პრობლემის საფუძველი, რაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტის ათვისებას უკავშირდება.

“რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ შეფასებებში მძიმე შეცდომა დაუშვა. რომ ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, მართალი და ადეკვატური არ ვიქნები. პრობლემა არის. ამას შეცდომას დავარქმევდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უმრავლესობის შიგნით უახლოეს მომავალში გაირკვევა. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუკი უმცირესობის მიერ კვოტის ათვისებას ასეთი პროცესი უნდა მოჰყოლოდა, მაშინ წინა პარლამენტის დროსაც უნდა გვეფიქრა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გარკვეულ თანამდებობებზე დანიშვნაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები