LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის შემადგენლობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება

33

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უმრავლესობის შემადგენლობაში შექმნილი ორი ახალი ფრაქციის – “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება – ეკონომიკის“ შემადგენლობები წარადგინა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე მისმა თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, წარდგენილია განცხადებები, რომლის თანახმად, ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე იქნება, მოადგილე ზაზა პაპუაშვილი, ფრაქციის მდივანი – ლევან გოგიჩაიშვილი, ხოლო წევრები – კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნება – ეკონომიკას“, მას დეპუტატი გოგა ენუქიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე ირაკლი ხახუბია იქნება, ფრაქციის მდივანი – პაატა მხეიძე, ხოლო წევრები ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაძვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.

ფრაქციების შემადგენლობები დღეს ბიუროს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები