LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას – ირაკლი კობახიძე მაუწყებლის კანონზე

82

“უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას,”  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის  შეხვედრის დასრულების შემდეგ, განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს დაძლევას მხარს უმრავლესობის მხოლოდ 4 დეპუტატი არ უჭერს.

“ჩვენი მიზანია, მედია გაძლიერდეს ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე კერძო მაუწყებლები. ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება. ვეტო იქნება დაძლეული უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება, შესაბამისად, უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისები შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, ისინი მხარს დაუჭერენ ვეტოს დაძლევას. მხარს არ უჭერს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 4 დეპუტატი, სხვები მხარს დაუჭერენ,” – განაცხადა კობახიძემ.