LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პროდუქცია საქართველოსთვის

41

2017 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 275.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 210.0 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 122.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.3 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 416.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 296.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 233.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.7 პროცენტი).

ცნობისთვის, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4935.5 მლნ. აშშ დოლარს (7.5 პროცენტით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები