LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმსხვილესი უცხოური პორტი ანაკლიის ნავსადგურის პროექტით დაინტერესდა

142

კონსტანცას პორტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტით დაინტერესდა. პორტის ოფიციალური დელეგაცია გენერალური მენეჯერის, ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ესტუმრა და პროექტს დეტალურად გაეცნო.  შეხვედრაზე ორი პორტის მენეჯმენტმა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილა, რომლის გაფორმებაც უახლოეს მომავალში დაიგეგმა.

კონსტანცას პორტი მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას, რომელიც 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. კონსტანცას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პორტი მიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთო სატრანზიტო  დერეფნის კონკურენტუნარიანობას; გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის რუმინეთისა და საქართველოს გავლით.

კონსტანცას პორტი შავი ზღვის აუზის სანაპიროს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რუმინეთში, 4000 ჰექტარზეა განლაგებული და წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიოანობა აქვს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, რეგიონული დერეფნის კორიდორის კიდევ 2 მსხვილ პორტთან გეგმავენ მემორანდუმის გაფორმებას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის პარტნიორია. ღრმაწყლოვანი პორტის, ქალქისა და ეკონომიკური ზონის პროექტები ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იქნება. 28-29 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები 30-ზე მეტ კომპანიასთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ. „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში 34 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი, მათ შორის უმაღესი თანამდებობის პირები და პრემიერ-მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები