LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია

307

2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია და 31.9% შეადგინა, რაც 5.7 პროცენტული პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უმუშევართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ასევე ფიქსირდება, 20-24 და 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში.

“უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება”,- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში, უმუშევრობის დონე ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები