LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნარები, რომლებიც ბავშვს ბაღში უნდა განუვითარდეს

817

ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში არსებული საბავშვო ბაღების სწავლების მეთოდებსა და მიზნებს აკრიტიკებს.

მისი თქმით, პირველ რიგში, ბავშვს სწორედ სოციალური უნარები უნდა განუვითარდეს.

ჩამონათვალშია ისეთი უნარები, როგორიცაა: რიგის დაცვა, ჯგუფში მუშაობა, სხვების შექება, “არა”-ს მიღება, მისაღები ტონითა და ხმით ლაპარაკი, სხვების აზრის პატივისცემა, ბოდიშის მოხდა, თანატოლების ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობა, თვალით კონტაქტი და სხვა.

მეფარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად თამაშით უნდა განავითარონ ბავშვებმა.

“საბავშვო ბაღის მესვეურნო და თანამშრომლებო, აი ესაა ის უნარები, რაც ბავშვს უნდა განუვითარდეს და არა წერა-კითხვა, ანგარიში ან უაზროდ უცხო ენაზე ფრაზების წარმოთქმა. უნარები, რომლებიც თამაშით უნდა განივითარონ ბავშვებმა!”, – წერს ნატა მეფარიშვილი და საკმაოდ გრძელი ჩამონათვალის სიას აქვეყნებს.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი ეთანხმება მეფარიშვილს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამომუშავება ისედაც ხდება არსებულ საბავშვო ბაღებში.