LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გაძლიერდეს ოჯახური მეურნეობები,წახალისდეს კერძო ინიციატივები – ილია II

33

მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში წერს.

«მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება.

მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი, უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან.

სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე.

მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია.

მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.

საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.
ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა,» – წერს პატრიარქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები