LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გაუძლო დამარცხებას, გაძლება წარმატების პირველი მიზეზია” – წარმატების 8 საიდუმლოება

რას მივყავართ წარმატებამდე? – ეს კითხვა 7 წლის წინ რიჩარდ სენტ ჯონს ერთ-ერთმა თინეიჯერმა დაუსვა. იგი ჰყვება, რომ მაშინ თვითმფრინავში იჯდა და TED-ის კონფერენციაზე მიფრინავდა. ამ ახალგაზრდას სურდა თავისი ცხოვრება შეეცვალა. სენტ ჯონსი ამბობს, რომ მაშინ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. წლების შემდეგ  „წარმატების 8 საიდუმლოება“ ჩამოაყალიბა, რომელიც ისევ TED -ზე გააჟღერა.

  1. პირველ რიგში ეს არის სურვილი და ვნება. TED -სტერები სიყვარულის გამო მოქმედებენ, და არა ფულის. თუ რამეს სიყვარულით აკეთებთ, მაშინც ამაში გადაგიხდიან კიდეც. კაროლ კოლეტამ თქვა, “მე იქეთ გადავიხდი იმისთვის, რომ ისევ ის ვაკეთო, რასაც ვაკეთებ”.
  2. „ყველაფერი შრომაა, ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ მე ამით ვერთობი“, – მიიჩნევს რუპერტ მერდოკი.
  3. ალექს გარდენის თქმით, “იმისთვის, რომ იყო წარმატებული, რამეში უნდა ჩაარჭო ცხვირი და საქმე კარგად აკეთო”. ამიტომ საჭირო ფოკუსირების ცოდნა. ნორმან ჯუისონი ასევე მიიჩნევს, რომ „ყველაფრის თავი სწორედ კონცენტრაციაშია”.
  4. დევიდ გალოს აზრით, საჭიროა „საკუთარ თავს და მენტალობას მიაწვე”. ფრანკ გერი კი ამბობდა, რომ მას დედა „აწვებოდა”.
  5. გოლდი ჰოუნს ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში. მიიჩნევდა, რომ არ იყო ჭკვიანი და ვერ წარმოედგინა, რომ ამდენს მიაღწევდა. ამიტომ გაფანტეთ ეჭვები.
  6. შერვინ ნულადისთვის მთავარი იყო „ემსახურა როგორც ექიმს“.
  7. უნდა შეძლო სხვებს მოემსახურო რაღაც ღირებულით, გქონდეს იდეები, იდეების მოსვლაში არაფერია ჯადოსნური. ბილ გეითსმა თქვა: “მქონდა იდეა -დამეარსებინა პირველი მიკრო კომპიუტერული პროგრამების კომპანია”.
  8.  „უნდა გაუძლო დამარცხებას, გაძლება წარმატების პირველი მიზეზია”, –  ეს კი ჯო კრაუსმა თქვა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები