LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის – უკრაინის პრემიერმინისტრი

64

„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, ვოლოდიმირ გროისმანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს, – აღნიშნა მან.

გროისმანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები