LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გავეჯიბროთ რეფორმების კუთხით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგანან – მიხეილ ჯანელიძე

139

“ჩვენი ამბიციაა, გავეჯიბროთ რეფორმების კუთხით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგანან,” – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინის და მოლდოვას ამბიციურ სვლას ევროპულ გზაზე, მათ ინტერესს მეტი ინტეგრაციისადმი. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ინდივიადუალური შეფასების კრიტერიუმები გვაქვს, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად ფასდება ინტეგრაცის პროცესში,“ – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მზად იყოს იმ მოცემულობისთვის და იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში გაფართოების კუთხით ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ ბალკანეთის ქვეყნებისთვის სულ ცოტა ხნის წინ ეს შესაძლებლობა არ არსებობდა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა განსაზღვრა კონკრეტული პოლიტიკა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში გაწევრიანების კუთხით. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ. გავაგრძელოთ რეფორმები, ამბიციური ინტეგრაციული პროცესი და აუცილებლად საქართველოსთვისაც გაიხსნება ეს შესაძლებლობის ფანჯარა,“ – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები