LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოვუყვეთ თუ არა პატარებს საშიში ზღაპრები – თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები

1011

„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ცნობილი ფსიქოლოგის, თამარ გაგოშიძის ლექციას გვთავაზობს. საუბრის თემაა ზღაპრების როლი ბავშვთა განვითარებაში.

„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ყურში ფრაზა, ეს საშინელი ზღაპრები, როგორ შეიძლება მათი წაკითხვა? მე სულაც არ ვფიქრობ ასე. ბევრი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ეს კათარზისის საშუალებაა. პროპი, ძალიან ცნობილი ზღაპროლოგი ფიქრობდა, რომ ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები და ადაპტირება გარემოსთან. ზღაპარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ცხოვრებაში, წარმოსახვის, მეტყველების, ემოციური განვითარებისთვის და ასევე, მშობლებთან ურთიერთობისთვის. პატარა ბავშვებთან ნახევარი საათი ზღაპრის ერთობლივი კითხვა, არის განუზომელი წვლილი ემოციურ რეგულაციაში. მეტი შეგიძლია არაფერი აკეთო, ერთად იკითხოთ, მობილურის, ოჯახის წევრების გარეშე. მნიშვნელოვანია, ერთობლივად კითხვისას საკუთარი აზრების გამოხატვა.

ზღაპარი ესა არის უებარი საშუალება პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. აი საშიში ზღაპრებიც კი აუცილებელია, გაიხსენთ თვენი თავი, თან რომ შავ ხელზე გვიყვებოდნენ, თან რომ გვეშინოდა. ეს არის აუცილებელი ეტაპი ემოციური რეგულაციის. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი ბავშვმა ზღაპარში მოკლა ყველა – დედა, მამა, ოჯახის წევრები. პირველ და მეორე დღეს ეს ემოცია ჰქონდა, უცებ მესამე დღეს, ყველა გააცოცხლა. აი ეს მომენტი, რომ მერე შეეცოდა, ან რომ აღარ ეშინია, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელი  ემოციური განვითარებისთვის. აგრესია როგორც კი გამოხატა ბავშვმა, ეს ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში, დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ჩვენს პერიოდში, როდესაც არიან მოუცლელი მშობლები და დანაშაულის განცდა აქვთ, ამ დროს ზღაპრის კითხვა არის  საკმარისი. 20 წუთი, ან ნახევარი საათი გაიარონ ეს ემოციები ერთად.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები