LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება – თეა წულუკიანი

36

პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები