LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდოდა, რომ მარტო შევეტყუებინე”- ზაზა სარალიძის შეხვედრა პროკურატურაში ჩაიშალა

29

„მას უნდოდა, რომ მარტო შევეტყუებინე და ალბათ, განახორციელებდა აბსოლუტურ ზეწოლას ჩემზე, როგორც ყველა მოწმეზე  ამ საქმესთან დაკავშირებით,“-  ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ,  პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. ზაზა სარალიძის თქმით,  პროკურატურას კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს ის უწყებაში თანმხლებ პირებთან ერთად.

ზაზა სარალიძე ითხოვდა, რომ შეხვედრა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისხელმძღვანელებიც დასწრებოდნენ, რაზეც პროკურატურა უარს აცხადებდა.

„მიზეზად მოიდეს ის, რომ თითქოს ეს არასრულწლოვნების საკითხს ეხება. ჩვენ არ შევდივართ სასამართლო პროცესზე, ჩვენ შევდიოდით გენერალურ პროკურორთან, რომელთანაც გვქონდა კონკრეტული კითხვები და კონკრეტულ კითხვებზე უნდა მიგვეღო პასუხები. ჩვენ არ ვაპირებდით იქ დასახელებას კონკრეტულად ის რატომ არ არის და ეს რატომ არ არის. ამასთან დაკავშირებით, უკან დაიხია, ასე, რომ ვთქვათ, შიშის ფონზე, ზვიად კუპრავას შეეშინდა თუ ბატონი ალექსანდრესი, რომლის?“ – განაცხადა სარალიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპარავა აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს მწვავე კითხვების მოსმენის შეეშინდა, რადგან მას პასუხები არ აქვს.

„როგორც ჩანს, მთავარ პროკურორს შეეშინდა ამ მწვავე კითხვების, მას არ უნდოდა, როგორც ჩანს, მოესმინა ვინაიდან მას დარწმუნებული ვიყავი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ ექნებოდა, უბრალოდ,“ – განაცხადა კუპრავამ.

მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაგდა კაპანაძის თქმით, ირაკლი შოთაძესთან მხოლოდ ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი უნდა შესულიყვნენ. კაპანაძის განმარტებით, შეხვედრის დროს საქმის კონკრეტულ დეტალებზე უნდა ესაუბრათ და სარალიძისა და ადვოკატის გარდა სხვა პირებს უფლება არ აქვთ, რომ ამ ინფორმაციას ფლობდნენ.

შეგახსნეებთ, დღეს დაგეგმილი შეხვედრის ინიციატორი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო. პროკურორმა მოკლული არასრულწლოვნის მამას შეხვედრა შესთავაზა, რადგან ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მის დისკრედიტაციას ახდენს და მასზე სავარაუდოდ, თვალთვალი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები