LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა

24

უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ საქართველოს ბაზრით დაინტერესება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან შეხვედრაზე გამოთქვა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ ქართულ ბაზარზე და მზად არიან ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები განსაკუთრებით წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ.

ნოდარ ჯავახიშვილმა უნგრეთის ვაჭრობის მინისტრსა და ელჩს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები