LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის ბანკი საქართველოს ეხმარება

119

უნგრეთის ბანკმა საქართველოს დასახმარებლად 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი გახსნა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნგრეთის საკრედიტო ბანკმა გახსნა 85 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო ხაზი, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს საქართველო-უნგრეთის ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ყოველწლიურად 50 ქართველ სტიპენდიანტს ვაფინანსებთ და იმედია, ისინი ისარგებლებენ ამ შეთავაზებით და გახდებიან ჩვენი მეგობრობის ელჩები ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები