LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთმა და საქართველომ, შესაძლოა, აგრარული მიმართულებით ითანამშრომლონ

241

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნგრეთსა და საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებით ითანამშრომლონ, მათ შორის, აგრარული მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და დღეისათვის დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.

ვიქტორია ჰორვატმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები