LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური საბავშვო ბაღი ღია ცის ქვეშ (ფოტო)

169

საბავშვო ბაღები იაპონიაში ცნობილია თავისი კრეატიულობით. ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა ქალაქ იზდუმში მდებარე საბავშვო ბაღი, რომელიც კომპანიამ HIBINOSEKKEI დააპროექტა. ესა არის ადგილი, სადაც ფანტასტიკური გარემოა შექმნილი გართობისა და განვითარებისთვის.

ამ საბავშვო ბაღში ყველაზე გამორჩეული ადგილი დიდი გამწვანებული ეზოა, რომელიც სავსეა ატრაქციონებითა და კონსტრუქციებით. აქვეა სათამაშო სახლები, რომელიც ბავშვის ფანტაზიას ყველა მიმართულებით ანვითარებს. გამწვანებული ეზოდან ბავშვები ტერასაზე გადიან, სადაც მათ ახალი თავგადასავლები ელოდებათ. შენობის ზოგიერთი ოთახი სპეციალურად დატოვეს დეკორისა და დიზაინის გარეშე. ისინი განათებულია, რათა თავისუფალ სივრცეში ბავშვებმა მეტი იფიქრონ.

აღსანიშნავია, რომ კარგ ამინდში თითქმის ყველა ოათახის კარი ღიაა, რაც იმას ნიშნავს,  რომ ბავშვები ღია ცის ქვეშ მუდამ სუფთა ჰაერზე არიან. გარეგნულად შენობა საკმაოდ უსახურია და ის ჩვეულებრივ ოფისს მოგაგონებთ, თუმცა არქიტექტორებმა ეს სპეციალურად გათვალეს, რადგან გარედან საბავშვო ბაღი ხმაურისგან დაეცვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები