LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური სასტუმრო, რომელიც ვენახებში აშენდება

188

უნიკალური სასტუმრო, რომელიც ვენახებში აშენდება – “კახური ტრადიციული მეღვინეობა” სასტუმროს ბიზნესში შედის. კომპანია განთავსების ობიექტს გურჯაანის რაიონში, სოფელ ფაფრისხევში ააშენებს.

”უკვე დავასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც წინ უძღვის მშენებლობას და უკვე მომავალი კვირიდან აქტიურად დავიწყებთ სასტუმროს მშენებლობის პროცესს. ჯერჯერობით სასტუმროსთვის სახელი შერჩეული არ გვაქვს. თუმცა, ეს იქნება უნიკალური სასტუმრო, რომელიც ჩვენივე ვენახებში აშენდება და ექნება ხედი კავკასიონზე”, – განუცხადა ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 4-ვე სეზონზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე მას 35 ნომერი ექნება, სამომავლოდ კი გაფართოებაც განიხილება.

”ვიზიტორების მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გაიზრდება ნომრების რაოდენობა. თუმცა, პირველ წელს, სტუმრებს 35-ნომრიანი სასტუმროთი ვუმასპინძლებთ. მათ აქ დახვდებათ მიმზიდველი გარემო, ღვინო და სუფთა ჰაერი”, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, “კახური ტრადიციული მეღვინეობა” სასტუმროს მშენებლობაში 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობის დასრულება 10-12 თვეში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები