LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უნიქარდი” ქართულ ბაზარზე საკუთარი საქმიანობის 6 წელს აჯამებს

37

7 აპრილს ”უნიქარდი” იუბილარია. კომპანია ქართულ ბაზარზე საკუთარი საქმიანობის 6  წელს აჯამებს. როგორც ”ფორტუნას” ”უნიქარდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ განუცხადა, ბოლო წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო.

”დღესდღეობით”უნიქარდი” ქსელში 250-მდე კომპანიას და 1 600 000 მომხმარებელს აერთიანებს, რომელიც ყოველდღიურად 50 000-მდე გატარებას ახორციელებს; 2010 წლიდან ”უნიქარდის” მომხმარებლებმა ჯამურად 200 მილიონზე მეტი ქულა დააგროვეს და 2 500 000 საჩუქარი მიიღეს. საინტერესოა ისიც, რომ უნიტურში 1 400 ადამიანმა იმოგზაურა”, -აღნიშნა კოშაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2015 წელს კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“ მობილური აპლიკაცია გამოუშვა. აპლიკაციის ვირტუალური ბარათით ზოგიერთ პარტნიორ  კომპანიაში შესაძლებელია ქულების დაგროვება და დახარჯვა.

2016 წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა ახალი პროდუქტი – უნიდეპოზიტი. ქულების დეპოზიტზე დადებით და დარიცხული პროცენტის საშუალებით დაგროვება მეტად სარგებლიანი გახდა. ონლაინ სივრცეში დანახარჯის გარეშე ქულების დაგროვების კიდევ ერთი ახალი საშუალებაა www.unimania.ge. ”უნიქარდის” ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებ-გვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში.

”უნიქარდი” საქართველოს მასშტაბით ერთადერთი უნივერსალური ლოიალობის პროგრამაა, რომელსაც კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი“ უზრუნველყოფს. ”უნიქარდის” უნივერსალურობას ქულების დაგროვების და დახარჯვის მრავალფეროვანი არჩევანი განაპირობებს. ქულების  დაგროვება პარტნიორ  კომპანიებში  მისი  გატარებით  ხდება.  ბარათზე  დაგროვებული  ქულების დახარჯვა  შესაძლებელია  მომხმარებლის  სურვილისამებრ.  საჩუქრის  შერჩევა და  მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად─ონლაინ კატალოგიდან, ასევე ”უნიქარდის” მომსახურების ცენტრში ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები