LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურალის ავიახაზები“ ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

123

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი დანიშნულების პუნქტიდან, უკვე არსებულ მიმართულებებზე კი – გაზრდილი სიხშირით განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 28 აპრილიდან, ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას სანქტ-პეტერბურგი – ქუთაისი – სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზზე იწყებს. რეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.

ავიაკომპანიის მხრიდან ფრენის სიხშირის მატება დაფიქსირდება მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით. წინა წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ხსენებულ საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდებოდა კვირაში 5 სიხშირით, ხოლო მიმდინარე წლის 3 მაისიდან, ფრენები განხორციელდება ყოველდღიურად, კვირაში 9 სიხშირით (დღეში 2 რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას).

ფრენებს ავიაკომპანია Airbus A319/320/321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ,  ახალი ავიარეისები და საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეორგაფიული არეალი გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ასევე რუსი ტურისტების გადაადგილებას საქართველოს ქალაქებისა და ტურისტული ზონების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები