LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურტყამს, ურტყამს და ვერ გაუტანია: რონალდოს დარტყმას აზრი არ აქვს

41

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ტოპ 5 ჩემპიონატებში ლიდერია უგოლო დარტყმების მხრივ.

მადრიდული პრობლემები ტურინში გადავიდა.

სერია ა-ს მესამე ტურში “იუვენტუსმა” სტუმრად 2:1 მოუგო “პარმას”. ჩემპიონის მხრიდან მანჯუკიჩმა და მატუიდიმ გაიტანეს.

აი კრიშტიანო რონალდო კი ჯერ უგოლოდ თამაშობს, თუმცა ყველა სიტუაციიდან ურტყამს. ჯამში, სამ ტურში პორტუგალიელმა უშედეგოდ 23-ჯერ დაარტყა მეტოქის კარში. 2018/19 წლების სეზონში ტოპ 5 ჩემპიონატებში არავის არ დაურტყამს ამდენჯერ, თანაც უშედეგოდ.

ამ უსიამოვნო კატეგორიაში რონალდოს უახლოეს მდევარს 10 დარტყმით ნაკლები აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები