LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება” – “სითი პარკი” კომპენსაციას ითხოვს

52

კომპანია „სითი პარკი“ მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, მიუღებელია.

როგორც ჟურნალისტებს „სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას

მისი განცხადებით, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ საკომპენსაციო თანხას მოითხოვს, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია.

„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე.

დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – განაცხადა ლევან ტაბიძემ.

დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ 10 აპრილიდან დედაქალაქის მთავრობა “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას აუქმებს.

“სითი პარკის” ფუნქციები, ჯარიმები და საფასური კვლავ ძალაში დარჩება და პარკირებას თბილისის სატრანსპორტო სამსახური გააკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები