LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაზღვრო ადამიანი: ჩინელმა თვითმფრინავს გაუსწრო (ვიდეო)

46

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით მილიონობით ადამიანმა სასწაული იხილა.

ჩინელმა მძლეოსანმა ჩან პეიმენმა 100-მეტრიანი დისტანცია მოიერიშე თვთმფრინავთან ერთად გაირბინა და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ საფრენ აპარატს ბოლო მონაკვეთში აჯობა. პირველ პერიოდში სპორტსმენმა და თვითმფრინავმა ერთნაირი სიჩქარე გამოიმუშავეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ადამიანს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ჩან პეიმენის პირადი რეკორდი 100 მეტრის 10 წამში გარბენაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები