LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭო თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

99

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი თვილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი განცხადებით, საბჭო მომხდარს უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით შეისწავლის და გააანალიზებს.

“დღევანდელი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით“, – ნათქვამია რაქვიაშვილის განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები