LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოვიხილეთ -პრეზიდენტი

12

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღეს მრავალი საკითხი ჰქონდა განსახილველი და ყველა მათგანი განიხილეს.  ამის შესახებ პრეზიდენტმა  სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“განვიხილეთ დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხი. პირველ რიგში ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა. ეს დოკუმენტი შეიქმნა და გადაეგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე. ასევე განვიხილეთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში და ეს იყო მთავარი საკითხები. ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ის წვრთნები, რომელიც ტარდება და ის სირთულეები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები