LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსიამოვნო მოგონებებს გონებიდან ლაზერი წაშლის

90

იაპონელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ტვინის ნეირონთა მართვის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. პირველი ექსპერიმენტი მღრღნელებზე ჩატარდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო.

უარყოფითი მოგონებები დიდ სტრესს და ხშირად დეპრესიასაც იწვევს, ამიტომ მათი მოშორება ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. ექსპერტებმა გამოიყენეს ე.წ. ოპტოგენეტიკური ტექნოლოგია, რომელიც ნეირონებზე ზემოქმედებს. ანუ იმ უჯრედებს აქრობს, რომლებიც ამა თუ იმ მოგონებასთან არიან დაკავშირებული. შედეგად, არასასურველი მოგონება საერთოდ ქრება. მეცნიერები იგივე მეთოდს სავარაუდოდ, სულ მალე ადამიანებზეც გამოცდიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები