LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

27

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ზიგფრიდ ბრაკესთან გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, მარტში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება. ზიგფრიდ ბრაკეს თქმით, ბელგიის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე მომხდარის ნეგატიური გავლენა მაქსიმალურად შემცირდეს და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში.

მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. როგორც დავით უსუფაშვილმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრებია.ზიგფრიდ ბრაკეს განცხადებით, ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც. მხარეებმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ბელგიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. დავით უსუფაშვილმა ზიგფრიდ ბრაკე საქართველოში ვიზიტით მოიწვია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები