LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი ცენტრისტულ პარტიას ქმნის და არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება

26

დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, შეიქმნას ახალი პარტია ახლებური მიდგომებით, ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ხელისუფლების სადავეებთან უნდა მოვიდეს არა მორიგი „მხსნელი“, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით,“ – განაცხადა უსუფაშვილმა და ამისთვის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ახალი პარტია ახლებური მიდგომებით.

„ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა,“ – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მისი თქმით, პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.საარჩევნო გუნდის წარდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის.

დავით უსუფაშვილის პოლიტიკური ძალის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები