LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი პოლიტიკურ ძალებს კონსტიტუციაზე შეთანხმების 5-პუნქტიან ფორმულას სთავაზობს

37

“მიმდინარე კონსტიტუციური პროცესიდან ჩვენ გვემუქრება ქვეყნისათვის სახიფათო უფსკრულის გაჩენა მმართველ ძალასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის,” – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა შესაძლო შეთანხმების 5-პუნქტიანი ფორმულა წარმოადგინა.

 

  1. საარჩევნო ბლოკების დაშვება;
  2. ბონუსის გაუქმება;
  3. ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, ხოლო საბჭოს აპარატი აღმასრულებელი ორგანოების სისტემაშია;
  4. პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩეული პარლამენტი დაადასტურებს მოქმედი პარლამენტის გადაწყვეტილებას;
  5. მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის შემოფარგვლა პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემაზე ზოგადი მითითებით, ხოლო სისტემის სხვადასხვა ვარიანტზე დიალოგის გაგრძელება საარჩევნო კოდექსის დონეზე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ლიდერებთან, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორის წევრებთან, აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან.

“ინიციატივა მიეწოდა “ვენეციის კომისიას”, რომელმაც მთლიანად გაიზიარა იგი და საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოფიციალური წერილით მიმართა. “ვენეციის კომისიის” აზრით, ეს არის კონსტიტუციურ პროცესში კონსენსუსის მიღწევის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ფორმულა და იგი მხარეებს მოუწოდებს ამ საკითხზე შეთანხმებისკენ. სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს დღეს მსჯელობა ვენეციაში,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით,  “პრეზიდენტი თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი აღნიშნული მიმართულებით მცდელობისადმი და აგრძელებს აუცილებელ კონსულტაციებს პოლიტიკურ სპექტრთან. იმედია, მმართველი გუნდის წარმომადგენელებიც ყურადღებით მოეკიდებიან ვენეციის კომისიის და მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები