LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი – ქორწინებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას ვემიჯნებით

47

“რესპუბლიკურ პარტიას” ეს პოლიტიკურ შეცდომად მიაჩნია და ამ საკითხს პოლიტიკურად ვემიჯნებით, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქორწინებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა და დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება იქნება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შესვლა, ნაბიჯი პოლიტიკური მახისკენ. მისივე თქმით, თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს კონსტიტუციაში, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება.

“რესპუბლიკური პარტია” საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს ემსგავსება. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და “რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები