LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი “რუსთავი 2”-ს : თქვენს სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს ყურადღებით

25

თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით – ამ განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს მიმართა.

უსუფაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სამაუწყებლო კომპანიასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვითარება “ფეთქებად საშიში” გახდა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს.

უსუფაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაზე იფიქრებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი.

“თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები