LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია”- ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს

90

დავით უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია, მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ” შენების მოძრაობის”  ლიდერის მოწოდებას  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი მზად არის, განიხილოს უსუფაშვილის წინადადება, თუმცა, ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

“დღეს ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები -არ ვიცი. ვარაუდობს დავით უსუფაშვილი, რომლის მიმართ მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ მისი ვარაუდი მისია და მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი?!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი  ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს. მან ასევე მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომ დააფიქსიროს პოზიცია, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

 

პოპულალურები