LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო მიმოსვლაზე შეკითხვებს, რომლებიც ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, გავეცით პასუხი – გახარია

41

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თავის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს.

„საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის დაცული და დახურული არხები  გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ. ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, – თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით,“ – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები