LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება

87

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციაზე საგანგებო თათბირი გამართა, სადაც განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

მანამდე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეს ვერ ხედავენ.

გასული წლის 20 დეკემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც აღებული აქვს ვიზალიბერალიზაციის ნაწილში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები