LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

80

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმალობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 94 50 50 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები