LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა

52

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა, შესაბამისად, უვიზოდ მიმოსვლას 20 დღეში შევძლებთ.

მოკლევადიანი ვიზიტები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში შეგვეძლება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა ხელი 1 მარტს  მოაწერეს.

ევროკავშირის საბჭომ ცვლილება რეგულაციაში 27 თებერვალს დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

 

რა უნდა ვიცოდეთ ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესახებ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები