LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზოდ მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ ქვეყანაში შეეძლებათ

49

სერბეთი 3 ქვეყანასთან ვიზების გაუქმების პროცედურას იწყებს.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, პროცედურის დასრულების შემდეგ, მხოლოდ პასპორტების მეშვეობით სერბეთში მოგზაურობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. ამ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ ასევე სერბეთის მოქალაქეები.

ინფორმაცია სერბეთის პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების შეხვედრისას გაჟღერდა.

“ფორტუნას” კი ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალების დაზუსტებაზე საბერძნეთში საქართველოს საელჩო მუშაობს. 

“2016 წლის 27 დეკემბერს სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამოდენიმე ქვეყანასთან და მათ შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებს სერბეთში ვიზის აღების ვალდებულების გარეშე იმოგზაურონ. დეტალების დაზუსტებაზე მუშაობს საბერძნეთში საქართველოს საელჩო. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ვადებისა და დეტალების შესახებ”, – განუცხადეს “ფორტუნას” სამინისტროში.

სერბეთის პარლამენტმა საქართველოსთან „დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების რატიფიკაცია ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოს მოახდინა.

თამთა უთურგაშვილი