LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

37

უზენაეს სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ის საქმეზე პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აცხადებენ, რომ მხარს “რუსთავი 2”-ს და სიტყვის თავისუფლებას უჭერენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი „100-ჯერ უფრო დიდი იქნებოდა,“ “რუსთავი 2″-ს ხელისუფლების მრავალი შეცდომა რომ არ გაეშუქებინა.

„ჩვენ ყველანი ვხედავთ უკვე 5 წელია იმ ძალიან დიდ ზიანს, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა მთელ ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, კრიმინალის ზრდა, ნეპოტიზმი, კორუფცია, ინსტიტუტების მოშლა. რომ არ ყოფილიყო “რუსთავი 2” მთელ ამ პერიოდში, ზიანი იქნებოდა 100-ჯერ უფრო დიდი და ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის თქმით, კი “რუსთავი 2” კანონიერ გადაწყვეტილებას ითხოვს.

“ყველა კარი, რომელიც გაღებულია, ერთ დღეს შეიძლება ყრუდ დაიხშოს, დიახ ეს 9 ადამიანი, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, მასთან ერთად სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს ოქროს ასოებით ან მიიღებს უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებას, მათთვის შავი ასოებით შეიტანს სახელებსა და გვარებს ამ ქვეყნის სახელმძღვანელოებში, ბიძინა ივანიშვილები მათთვის მოთხრილი ხეებით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება, მოსამართლეს სურს შეასრულოს ბარების და ნიჩბების როლი, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები