LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს – პრეზიდენტი

33

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში განაცხადა, სადაც ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

“განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი როგორც ეს მოხდა, ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს. დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მოვახდინოთ სასამართლოს განვითარება და ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაში უმნიშვნელოვანესია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მომავალ თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

“ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. მინდა სრული ჩართულობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება.

“მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, რომ განახორციელოს რეფორმა,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად უკვე მეშვიდე შეხვედრა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები