LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

66

თბილისში, უზნაძის ქუჩის 117-ში ყელგამოჭრილი გოგონა იპოვეს.  როგორც “ფორტუნას”  შსს-ში განუცხადეს,  მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივი მისახლეობა ამბობს, რომ გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები